შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში წარადგინა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში წარადგინა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საპარლამენტთაშორისო კავშირში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ასამბლეისა და ახალგაზრდა პარლამენტართა გლობალური კონფერენციის მუშაობაში.

საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 148-ე ასამბლეა 2024 წლის 23-27 მარტს, ჟენევაში გაიმართა. ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის ხელმძღვანელობით.

„ღონისძიებაში 140-მდე ქვეყნის 1500-მდე დელეგატი, მათ შორის, 50-მდე პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობდა. ასამბლეის მთავარ განსახილველ თემას საპარლამენტო დიპლომატია წარმოადგენდა. აღნიშნულ თემაზე ასამბლეას სიტყვით მიმართა გიორგი ვოლსკიმ.

ასამბლეაზე აქტიურად მიმდინარეობდა მსჯელობა ღაზას სექტორში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე, საუბარია 2024 წლის მარტზე, თუმცა ერთობლივი პოზიციის შეჯერება ვერ მოხერხდა და ამ საკითხზე ინიცირებულმა ვერც ერთმა რეზოლუციის პროექტმა ვერ მოიპოვა ხმათა უმრავლესობა. ქართულმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა ევროპული ქვეყნების მიერ ინიცირებულ პროექტს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ასამბლეის მიმდინარეობის პარალელურად, ქართულმა დელეგაციამ რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გამართა, მათ შორის: დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციასთან, ყაზახეთის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ასევე შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებთან და ვიცე-სპიკერებთან.

„ეს არის ის პლატფორმა, სადაც შესაძლებლობა გვაქვს განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკულ, აფრიკულ, ოკეანეთის ქვეყნების, აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან გვქონდეს ორმხრივი შეხვედრა, რათა გავამყაროთ არაღიარების პოლიტიკა. მოვუყვეთ და გავაცნოთ ოკუპაციის პრობლემატიკასთან დაკავშირებით და ამით უზრუნველვყოთ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა. ეს, რა თქმა უნდა, შემდეგ აისახება განსაკუთრებით გაეროს რეზოლუციებში“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა მე-10 მსოფლიო კონფერენციას, ის 12-14 სექტემბერს, სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში გაიმართა, მის მუშაობაში 60-ზე მეტი ქვეყნის ეროვნული პარლამენტის და საერთაშორისო ორგანიზაციების 250-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების მთავარ განსახილველ თემას ახალგაზრდა თაობისთვის განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. ამ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო პარლამენტის წევრმა სალომე ქურასბედიანმა.

„მან მომხსენებლის რანგში მონაწილეობა მიიღო კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ სამუშაო შეხვედრაში, სადაც ახალგაზრდა მოწყვლადი ჯგუფების საზოგადოებაში დაუბრკოლებელი ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკაზე იმსჯელეს. დეპუტატებმა შეიმუშავეს გზამკვლევი, რომელიც აღნიშნული ჯგუფებისათვის განათლებისა და სამუშაოს უწყვეტი ხელმისაწვდომობის მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კონფერენციაზე, ასევე, გაიმართა პანელური დისკუსიები თანასწორობის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის დაცვის თემებზე.

„საპარლამენტთაშორისო კავშირი რჩება მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად გლობალური გამოწვევების განსახილველად, მათი მოგვარების გზების განსასაზღვრად, ქვეყნებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად, აგრეთვე, სხვადასხვა ქვეყანასთან ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე საპარლამენტო დიპლომატიის გასაძლიერებლად. საპარლამენტთაშორისო კავშირში მონაწილეობა კარგი შესაძლებლობაა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის განსამტკიცებლად და საერთაშორისო თანამშრომლობის განსავითარებლად. შესაბამისად, მომავალშიც გავაგრძელებთ საპარლამენტთაშორისო კავშირის ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ წელს დაგეგმილია ორი ასამბლეა და შესაძლოა, გაიმართოს თემატური კონფერენციები, რომლის აქტიური მონაწილეც საქართველოს პარლამენტი იქნება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740582835

ახალი ამბები

მიშა მშვილდაძე ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში ფულს სთხოვს: უხერხულია ასე დაპირება და მერე გადაგდება

 მთელი წელი რომ ბაზრობდა ჯოზეფ ბორელი, 120 მილიონი ევრო საქართველოს მთავრობის ნაცვლად 2025-ში „ენჯეოებს“ და მედიას უნდა მივცეთო - რაშვებით, გავიდა პირველი კვარტალი, - წერს „ფორმულას“ თანადამფუძნებელი...

საზოგადოება

1740581468

მსოფლიო

„ჩემთვის მთავარი იყო, რომ არ გვქონოდა ვალი“ - ზელენსკიმ დაადასტურა, რომ წიაღისეულის შესახებ შეთანხმების საბოლოო ვერსია მზად არის

 უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-სთან წიაღისეულის შეთანხმების საბოლოო ვერსიაში არსად არ არის მითითებული, რომ უკრაინას ვალი აქვს წარსულში მიღებული დახმარებისთვის. ამის შესახებ...

ტრამპი და ზელენსკი

1740580845

ახალი ამბები

„ადამიანის გამოყვანა უვნებლად მოხერხდა, გარდაცვალების ფაქტი არ დადასტურდა, ეს საბედნიერო ინფორმაციაა“ - მამუკა მდინარაძე

„ბოლო წუთებში და ბოლო საათებში ვრცელდებოდა ინფორმაცია ლანჩხუთის რაიონში ერთ-ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ, რაც არ არის სწორი. ადამიანის გამოყვანა უვნებლად მოხერხდა, გარდაცვალების ფაქტი არ დადას...

მამუკა მდინარაძე

1740579393

ახალი ამბები

მეხანძრე-მაშველები დასავლეთ საქართველოში საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელ...

თოვლი დასავლეთში

1740578265

ახალი ამბები

„მოხალისეობრივი თვითინიციატივები იწვევს დამატებით პრობლემებს, იყო ბევრი შემთხვევა დასახმარებლად წასული ადამიანები თავად გახდნენ დასახმარებლები“ - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მოხალისეებს მოუწოდებს - ნუ გამოიჩენენ თვითინიციატრივებს და იმოქმედონ საკოორდინ...

მამუკა მდინარაძე