შსს-ს ყველა შესაბამისი დანაყოფი დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს, სამაშველო სამუშაოებში ჩართულია 600-მდე მეხანძრე-მაშველი

დიდთოვლობის გამო გამოწვეულ პრობლემებთან გამკლავების მიზნით, სხვა უწყებებთან ერთად მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.

სამაშველო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრე-მაშველი. მათ დახმარება ათეულობით ადამიანს აღმოუჩინეს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, მათ შორის არიან მოხუცები, ორსულები, მცირეწლოვნები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები.

საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ, ასევე, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მობილიზებული არიან როგორც ცენტრალურ მაგისტრალებზე, ასევე, შიდა სახელმწიფოებრივ გზებზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740559243

ახალი ამბები

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგება - ოზურგეთის, ქუთაისის, სენაკისა და წყალტუბოს ნაწილს წყალი არ მიეწოდება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის, ქუთაისის, სენაკისა და წყალტუბოს ნაწილს წყალი არ მიეწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გაერთიანებული წყალმომა...

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგება

1740558285

ახალი ამბები

„სოფლებში უკვე შევიდნენ ჩვენი გმირი სამხედროები და ისინი აუცილებლად მივლენ ყველა ადამიანთან, ვისაც დახმარება სჭირდება“ - ნინო წილოსანი

„სოფლებში უკვე შევიდნენ ჩვენი გმირი სამხედროები ხალხის დასახმარებლად და ისინი აუცილებლად მივლენ ყველა ადამიანთან, ვისაც დახმარება სჭირდება ამ ურთულეს ვითარებაში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი...

პოლიტიკოსი

1740556045

ახალი ამბები

საქართველოს თავდაცვის ძალები დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაში აქტიურად მონაწილეობს

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ექვს მიმართულებაზე მუშაობენ. თავდაცვის სამინი...

საქართველოს თავდაცვის ძალები

1740556035

ახალი ამბები

ბათუმში, სადაც ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა მაშველებმა მოქალაქეების გამოყვანა მოახერხეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ბათუმში, სადაც უამინდობის შედეგად  ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა მაშველებმა მოქალაქეების ნანგრევებიდან გამოყვანა მოახერხეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ამის შესახებ ინფორმაცი...

თოვლი გურიაში

1740555408

ახალი ამბები

„დღეს ხალხი მედიის საშუალებით უყურებს სხვადასხვა ქვეყნებში სტიქიური უბედურებებს, შესაძლოა ხელისუფლების რეაგირებაზე ჩნდება პრეტენზიები, მაგრამ არსად არ ცდილობენ ამ ყველაფრის გამოყენებას ხელისუფლებების დასამხობად“ - ნანა კაკაბაძე

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე თოვლით გამოწვეულ პრობლემებზე ოპოზიციის რეაქციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მათთვის ხელისუფლების ჩამოშლისთვის ყველაფრის გამოყენებაა შესაძლებელი, თუ...

ნანა კაკაბაძე - უფლებადამცველი