„დღეს ხალხი მედიის საშუალებით უყურებს სხვადასხვა ქვეყნებში სტიქიური უბედურებებს, შესაძლოა ხელისუფლების რეაგირებაზე ჩნდება პრეტენზიები, მაგრამ არსად არ ცდილობენ ამ ყველაფრის გამოყენებას ხელისუფლებების დასამხობად“ - ნანა კაკაბაძე

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე თოვლით გამოწვეულ პრობლემებზე ოპოზიციის რეაქციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მათთვის ხელისუფლების ჩამოშლისთვის ყველაფრის გამოყენებაა შესაძლებელი, თუნდაც ეს იყოს რთული მეტეოროლოგიური პირობები და ამის შედეგად შექმნილი სერიოზული პრობლემები.

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, დღეს ხალხი მედიისა და ინტერნეტის საშუალებით ყოველდღიურად უყურებს მთელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში რა სტიქიური უბედურებები ხდება, რაც ხშირად მცირე, დიდი ან უდიდესი მსხვერპლით მთავრდება. მისივე თქმით, არსად, არც ერთ ქვეყანაში არ აბრალებენ ამას ხელისუფლებას, ხოლო თუ ასეთ უბედურებაზე ხელისუფლების ადეკვატურ რეაგირებაზე ჩნდება ხოლმე პრეტენზიები, ამას კრიზისის აღმოფხვრის შემდეგ ცივილიზებულად იხილავენ და არჩევენ მტყუან-მართალს, მაგრამ არსად არ ცდილობენ ამ ყველაფრის გამოყენებას ხელისუფლებების დასამხობად.

„დიფ-სთეითი, სტიქია და ოპოზიცია. საქართველოს ხელისუფლების მიერ „ომის პარტიად“ წოდებული „დიფ სთეითის“ ქმედებები ყოველდღიურად იშიფრება. მსოფლიოს ეს ფარული და სიღრმისეული მმართველები ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვას ისეთი დაჟინებით, მეთოდურად და უკომპრომისოდ ცდილობდნენ მთელი 3 წელი, რომ საქართველოში მათ „გლობალური ომის პარტია“ დაარქვეს. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს „გლობალური ომის პარტიამ“, იგივე „დიფ სთეითმა“, თავისი ღირსების შელახვად ჩათვალა, ის ფაქტი, რომ უკრაინის მსგავსად აქაც ვერ დაანთო ცეცხლი რუსეთის წინააღმდეგ, ვერ მოდრიკა ეს პატარა ქვეყანა და აქ მცხოვრები „ერთი მუჭა ხალხი“. ეს იმ დროს, როდესაც მათ ამოუწურავი ფინანსები, მსოფლიო მასშტაბით უზარმაზარი გავლენები და შესაძლებლობები აქვთ. ამ მარცხის საპასუხოდ, დიდი მცდელობის მიუხედავად, დიფ სთეითმა, ისიც კი ვერ შეძლო, რომ საქართველოს სათავეში მათთვის სასურველი ხელისუფლება დაესვა.

ის, რომ უკრაინის ომში ჩართვის მომენტშიც და შემდეგაც, როდესაც ჩვენს ქვეყანასაც აიძულებდნენ იმავეს გაკეთებას, „დიფ სთეითმა“ ბრწყინვალედ იცოდა, რომ ამ ომში, რუსეთზე გამარჯვების შანსი არ არსებობდა (3 წლის წინ გამოთქმულ ჩვენს ამ მოსაზრებას დღეს აშშ-ს ახალი პრეზიდენტიც შემოუერთდა) მხოლოდ ნგრევას და უბედურებას მოუტანდა 40-მილიონიან უკრაინას (მით უმეტეს, 4-მილიონიან საქართველოს). მაშ რა იმალებოდა „დიფ სთეითის“ ომის გაგრძელების ამ დაუოკებელი სურვილის უკან? დრო ამ კითხვაზე პასუხს უფრო სრულყოფილად გასცემს, დღეს კი ჩვენ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა გვაინტერესებს.

ომი თავიდან ავიცილეთ, თუმცა ქვეყნის დესტაბილიზაციის, ეკონომიკის პარალიზების და ხელისუფლების დამხობისა და ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობები ისევ დღის წესრიგში დგას. ქართველი ხალხის ბუნებრივი პატრიოტული გრძნობების ექსპლუატაცია და ამ გრძნობებით მანიპულაციას აქ ორგანიზებას უწევენ უცხოური აგენტურის ადგილობრივი წარმომადგენლები და არწმუნებენ საზოგადოებას, რომ „უწყვეტი პროტესტის“ კერის შენარჩუნება მოუტანს მათ წარმატებას და ბოლოს და ბოლოს დაამხობენ ხელისუფლებას. უფრო ფრთხილები ამას ეძახიან „ხელახალი არჩევნების“ დანიშვნის მიღწევას, თუმცა, უფრო გულწრფელი ნაცები პირდაპირ აცხადებენ, რომ ახალი არჩევნები მხოლოდ ხელისუფლების დამხობის შემდეგ უნდა ჩატარდეს, რადგან „ქართული ოცნების“ პირობებში და ამ პარტიის მონაწილეობით არჩევნების ჩატარება შეიცავს მათი დამარცხების რეალურ საფრთხეს.

ხელისუფლების ჩამოშლისთვის კი ყველაფრის გამოყენება შესაძლებელია, თუნდაც ეს იყოს რთული მეტეოროლოგიური პირობები და ამის შედეგად შექმნილი სერიოზული პრობლემები. ასეთ დროს უნდა დაირაზმონ და, რადგან მათთვის სასურველი სისხლისა და სიკვდილის სუნი ეცათ, ამიტომ ხელისუფლებას უნდა დააბრალონ სტიქიური უბედურებაც, თოვლის მოსვლაც, გზების დაზიანებაც, სახლების დანგრევაც. როგორ, ამისთვის მზად არ უნდა ყოფილიყვნენ? - მრისხანედ კითხულობენ ვითომ ხალხზე მზრუნველი და სინამდვილეში სიკვდილის და სისხლის სუნზე დაგეშილი „პატრიოტები“. აგერ, გუშინ „მუდმივმა პრეზიდენტმა“ სალომემაც გამოიყენა საქართველოს ოკუპაციის თარიღი და ჯერ საყვედური უთხრა ხელისუფლებას, ოკუპანტი რუსეთი 25 თებერვალს „მიკიბულ-მოკიბულად“ ახსენა, აი, შეხედეთ, მე რა რიხიანად ვლანძღავ რუსებსო, ხოლო შემდეგ იმის მტკიცება დაიწყო, რომ სანამ ხალხმა არ შეუძახა, ხელისუფლებას ეძინა და არ ეხმარებოდა სტიქიური უბედურებისგან დაზარალებულებსო.

ისე, ამ უბედურებს ეს პროპაგანდა ან იდიოტებზე აქვთ გათვლილი, ან არქიფო სეთურის მრევლზე, რომელსაც ყველაფერი სჯერა, თორემ ის მაინც ხომ უნდა იფიქრონ, რომ დღეს ხალხი მედიისა და ინტერნეტის საშუალებით ყოველდღიურად უყურებს მთელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში რა სტიქიური უბედურებები ხდება, რაც ხშირად მცირე, დიდი ან უდიდესი მსხვერპლით მთავრდება. არსად, არც ერთ ქვეყანაში არ აბრალებენ ამას ხელისუფლებას, ხოლო თუ ასეთ უბედურებაზე ხელისუფლების ადეკვატურ რეაგირებაზე ჩნდება ხოლმე პრეტენზიები, ამას კრიზისის აღმოფხვრის შემდეგ ცივილიზებულად იხილავენ და არჩევენ მტყუან-მართალს, მაგრამ არსად არ ცდილობენ ამ ყველაფრის გამოყენებას ხელისუფლებების დასამხობად“, - წერს ნანა კაკაბაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740571775

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში წარადგინა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში წარადგინა. როგორც...

პოლიტიკა

1740570197

საზოგადოება

ჰაკან ფიდანი: საქართველო არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, ორივე ქვეყანამ დაამყარა ერთმანეთთან სამაგალითო ურთიერთობა

„საქართველო არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ ძალიან წარმატებით განვაგრძობთ ამგვარი ტიპის მეგობრულ ურთიერთობას“, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა თურქეთში...

ჰაკან ფიდანი

1740568758

ახალი ამბები

ნინო ლაცაბიძე: სტუდენტების მოთხოვნა შესრულებულია და დღეიდან, რუსთავიდან თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ

რუსთავის მერიამ, მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, დედაქალაქის მიმართულებით კიდევ ერთი მეოთხე მარშრუტი - რუსთავი-თბილისი-მაღლივი კორპუსი აამოქმედა. რუსთავის მერიის ცნობით, ახალი სატრანსპორტ...

ნინო ლაცაბიძე

1740567140

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ზვავსაშიშროების, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. მოძრაობის შეზღუდვა იყო და...

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთ

1740565664

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ზურაბიშვილმა გუშინ სანქციებთან დაკავშირებით თქვა ტყუილი, ის ხვდება, რაშიც თავად იყო ჩართული, რომ საქართველო შეეთრიათ ომში, ეს ყველაფერი უკვე სააშკარაოზეა გამოსული

„სალომე ზურაბიშვილისთვის სამაგალითო მდგომარეობა იქნებოდა, რომ საქართველო შესულიყო ესკალაციაში, აჰყოლოდა იმ მოწოდებებს, რომლებიც მათ შორის უკრაინიდან მოდიოდა და რომლის ინსტრუმენტად გამოყენებული იყო ჩვე...

შალვა პაპუაშვილი