საბერძნეთში ერთ ოჯახში, სამ წელში სამი მცირეწლოვანი გარდაიცვალა - 9 წლის შვილის მკვლელობაში დედაა ბრალდებული

საბერძნეთში სამი მცირეწლოვნის მკვლელობაში დედაა ბრალდებული. ამ ეტაპზე სასამართლომ დედას უფროსი ქალიშვილის ჯორჯინას გარდაცვალებაში დებს ბრალს.

საბერძნეთის ყველაზე გახმაურებული, შემთხვევის გამოძიება როგორც ჩანს დასასრულს უახლოვდება. საუბარია პატრაში ერთი ოჯახის სამი მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე, რომელმაც სამართალდამცავი ორგანოების ყურადღება მას შემდეგ მიიქცია რაც ოჯახში ბოლო 3 წლის განმავლობაში მესამე ბავშვი გარდაიცვალა. 

როგორც ცნობილია, გოგონების გარდაცვალება ჯანმრთელობის უეცარი გაუარესებით და სხვადასხვა პრობლემებით იყო გამოწვეული.   

ხმაურიანი გამოძიება თითქმის ბოლო ორი თვეა რაც მიმდინარეობს. ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სამი გოგონას დედა რულა პისპირიგუ, დღეს პროკურორთან გამოიძახეს, სადაც მას მკვლელობის ბრალდება წაუყენეს, კონკრეტულად კი ამ ეტაპზე დედას ბრალად ედება მისი უფროსი ქალიშვილის ჯორჯინას მკვლელობა. 

გამოძიების შედეგად შედგენილი საქმის მასალები გადაეგზავნა პროკურატურას, რომელმაც მათი შესწავლის შემდეგ  სისხლის სამართლის საქმე აღძრა.  

გავრცელებული ინფორმაციით, საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც  ტოქსიკოლოგიური გამოკვლევების დროს 9 წლის ჯორჯინას სხეულში აღმოჩენილი იქნა ერთ-ერთ მედიკამენტში შემავალი ნივთიერება.

სამედიცინო ექსპერტის განცხადებით, ნივთიერება არის სწრაფი მოქმედების ზოგადი საანესთეზიო საშუალება, რომლის დიდი დოზით მიღებას შეუძლია რამდენიმე წამში მოკლას ადამიანი.

როგორც ცნობილია, აღნიშნული პრეპარატს ვეტერინარები გამოიყენებენ ოპერაციის დროს, უფრო ხშირად კატებზე. ეს არის ნივთიერება, რომელიც იშოვება ვეტერინარულ აფთიაქებში და როგორც წესი რეცეპტის გარეშე გაიცემა. 

ამავე დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ, კომპეტენტურ ორგანიზაციებს შეატყობინა მოსალოდნელი საშიშროების შესახებ, რომლის მიხედვითაც, შვილების მკვლელობაში ბრალდებულმა დედამ შესაძლოა თვითმკვლელობა სცადოს. 

2019 წლის აპრილში ოჯახმა პირველად  მალენა დაკარგა, ბავშვი  3,5 წლის იყო. მისი გარდაცვალების მიზეზად ღვიძლის უკმარისობა და ლეიკემია სახელდება. „უეცრად ძილში სუნთქვა გაუჭირდა, გაიღვიძა, შემოგვხედა და სანამ ექიმებს დაველაპარაკებოდი, უცებ წავიდა“- ამ სიტყვებით აღწერა დედამ  მალენას ბოლო წამები.  დედამ განაცხადა, რომ გარდაცვალება პირველ ქიმიოთერაპიას დაემთხვა. 

2021 წელს ოჯახმა მეორე ბავშვი, 6 თვის ირისი დაკარგა. ძალიან იშვიათი პათოლოგიური მიზეზების გამო (სინუსური კვანძის აგენეზია).   „იმ ღამეს საწოლში დავაწვინე. 2:30-ზე  დაიძინა, ავიყვანე, საწოვარა მივეცი და დავაფარე. 7:30-ზე ისევ დავხედე და დილის 11 საათზე ჩემმა დამ  ის საწოლში გარდაცვლილი აღმოაჩინა, პანიკაში ჩავვარდით, ვცდილობდით მისთვის გულის მასაჟი გაგვეკეთებინა, მაგრამ სამწუხაროდ ის გარდაიცვალა. 

2022 წლის თებერვლის დასაწყისში კი ოჯახში მესამე შვილი 9 წლის ჯორჯინა გარდაიცვალა. 

ასევე საინტერესოა

🔷საბერძნეთის მოსახლეობა აღდგომას კვლავ პირბადით შეხვდება - ეპიდემიოლოგიური ვითარება ზომების გაუქმების საშუალებას არ იძლევა

🔷1 აპრილიდან საბერძნეთში "სიჩუმის საათის" გრაფიკი იცვლება

🔷საბერძნეთის კუნძულზე მასშტაბურ ხანძარს მეორე დღეა ებრძვიან

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740584934

ახალი ამბები

ილია II-ის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოდან, დაზარალებულთათვის საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები გაიგზავნება

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილ...

ააა

1740582835

ახალი ამბები

მიშა მშვილდაძე ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში ფულს სთხოვს: უხერხულია ასე დაპირება და მერე გადაგდება

 მთელი წელი რომ ბაზრობდა ჯოზეფ ბორელი, 120 მილიონი ევრო საქართველოს მთავრობის ნაცვლად 2025-ში „ენჯეოებს“ და მედიას უნდა მივცეთო - რაშვებით, გავიდა პირველი კვარტალი, - წერს „ფორმულას“ თანადამფუძნებელი...

საზოგადოება

1740581468

მსოფლიო

„ჩემთვის მთავარი იყო, რომ არ გვქონოდა ვალი“ - ზელენსკიმ დაადასტურა, რომ წიაღისეულის შესახებ შეთანხმების საბოლოო ვერსია მზად არის

 უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-სთან წიაღისეულის შეთანხმების საბოლოო ვერსიაში არსად არ არის მითითებული, რომ უკრაინას ვალი აქვს წარსულში მიღებული დახმარებისთვის. ამის შესახებ...

ტრამპი და ზელენსკი

1740580845

ახალი ამბები

„ადამიანის გამოყვანა უვნებლად მოხერხდა, გარდაცვალების ფაქტი არ დადასტურდა, ეს საბედნიერო ინფორმაციაა“ - მამუკა მდინარაძე

„ბოლო წუთებში და ბოლო საათებში ვრცელდებოდა ინფორმაცია ლანჩხუთის რაიონში ერთ-ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ, რაც არ არის სწორი. ადამიანის გამოყვანა უვნებლად მოხერხდა, გარდაცვალების ფაქტი არ დადას...

მამუკა მდინარაძე

1740579393

ახალი ამბები

მეხანძრე-მაშველები დასავლეთ საქართველოში საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელ...

თოვლი დასავლეთში