"ბადანტემ" მოხუცის მოკვლა ანტიფრიზით სცადა
ამბავი, რომელიც შესაძლოა ტრაგედიით დასრულებულიყო, იტალიაში, ტურინის პროვინციაში მოხდა. საავადმყოფოში, სასწრაფო დახმარების მანქანით, 88 წლის მოხუცი შეიყვანეს, მძიმე ინტოქსიკაციის სიმპტომებით, მას თან მომვლელი ახლდა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მოხუცს მანქანის ანტიფრიზი ჰქონდა ორგანიზმში. საქმეში სასწრაფოდ პოლიცია ჩაერთო და სულ მალე, მოხუცის 46 წლის, ეროვნებით პერუელი „ბადანტე“ დააკავეს, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით.
მოვლენები საავადმყოფოში მოხვედრამდე, შემდეგნაირად ვითარდებოდა... მომვლელი მოხუც მამაკაცთან სამ წელზე მეტ ხანს მუშაობდა. დროთა განმავლობაში მისი ნდობა მოიპოვა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ნოტარიუსთან წაიყვანა და მოტყუებით, ის სახლი რომელშიც ცხოვრობდნენ, საკუთარ სახელზე გააფორმებინა.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, „ბადანტეს“ რაღაც პერიოდის შემდეგ ეჭვი შეეპარა, რომ მოხუცი ყველაფერს მიუხვდა, „მემკვიდრეობის“ დაკარგვის საფრთხე იგრძნო და მისი მოკვლა განიზრახა. ამისთვის კი შემდეგ ხერხს მიმართა - ერთ-ერთი სასმლის ბოთლში ანტიფრიზი ჩაასხა და მოხუცმა სითხე ისე დალია, თავიდან ვერც მიხვდა რას სვამდა.
მამაკაცი სიკვდილს გადაურჩა, ხოლო მისი მომვლელი კი პოლიციამ დააპატიმრა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მის წინააღმდეგ, განზრახ მკვლელობისა და თაღლითობის ბრალდებით, აღიძრა საქმე.
1730814455
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7247 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7280 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1730810085
საზოგადოება🎥 იწვევს თუ არა ფეხის ფეხზე გადადება მაღალ წნევას და გაფართოებულ ვენებს? - ექიმების რეკომენდაციები
ჯდომის ძალიან ბევრი მანერა არსებობს, მაგრამ უმეტესობა ადამიანებისა ფეხი ფეხზე გადადებული ზის, რადგან ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული პოზაა, თუმცა არა სასარგებლო, რადგან ეს არ არის ფიზიოლოგიური. ამ დროს არ...
1730808526
საზოგადოებათბილისში სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს
სოციალურ ქსელში გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ სასიამოვნო სიახლეს აზიარებს, სადაც ვკითხულობთ რომ თბილისში სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს და სამყაროს პატარა ვარდისფერ ლოყები...
1730804369
საინტერესო ამბები„წითურები ტკივილის მიმართ უფრო მგრძნობიარეები არიან“ - საინტერესო ფაქტები ჟღალთმიანებზე, რომელთა დღეც 5 ნოემბერს აღინიშნება
5 ნოემბერი წითელ თმიანი ადამიანების საერთაშორისო დღეა, რაც ძალიან ბევრ ქვეყანაში აღინიშნება. „გიყვარდეს შენი წითური თმა“ - ეს დღე ადამიანებს ჟღალი ადამიანების არსებობას ახსენებს და იმას, რომ მათი გარ...
1730802373
ჰოროსკოპი„უმჯობესია ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ“ - 5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 5 ნოემბრის ასტროლოგიური მოვლენების შესახე...