როდიდან და როგორ აღინიშნებოდა ახალი წელი საქართველოში?

ახალი წელი მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული დღესასწაულია. ძირითადად, ხალხი დეკემბრის მიწურულს იწყებს მზადებას ახალი წლის შესახვედრად: ნაძვის ხის ლამაზი სათამაშოებით მორთვა, ფერად-ფერადი განათებები, საახალწლო წვიმები, მაშხალები, ბავშვები წითელ-თეთრ სამოსში გამოწყობილ თოვლის ბაბუას ელოდებიან, მშობლები საჩუქრებს ფუთავენ – დღეს ეს ყველაფერი გვიქმნის საახალწლო განწყობას, თუმცა არც ისე დიდი ხანია, რაც თანამედროვე საახალწლო ტრადიციები დამკვიდრდა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის ამერიკული კულტურის გავრცელებას ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში. ასე რომ, შობა-ახალი წლის აღსანიშნავი დღევანდელი ტრადიციების უმეტესობა ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ამერიკული კულტურის დიდი გავლენით წარმოიშვა. მანამდე კი ევროპის ქვეყნებშიც კი განსხვავებული ტრადიციები არსებობდა ახალი წლის აღსანიშნავად. საქართველოში საახალწლო ტრადიციები საკმაოდ დიდი ხნის წინ დამკვიდრდა და მას შემდეგ მუდმივად ვითარდებოდა. ჩვენთან ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წელიწადის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. შემონახული ცნობების თანახმად, IV საუკუნეში ახალ წელს 6 აგვისტოს ზეიმობდნენ. VII საუკუნიდან აგვისტოს სექტემბერი ჩაენაცვლა. IX საუკუნის 20-იანი წლებიდან ახალი წლის ათვლა გაზაფხულის პირველი თვიდან –მარტიდან იწყება. იანვარში კი ახალი წლის აღნიშვნა ჯერ კიდევ X საუკუნეში დაიწყო, თუმცა, საბოლოოდ, XIV საუკუნეში დამკვიდრდა. სწორედ ამ პერიოდში დაიხვეწა უამრავი საახალწლო წეს-ჩვეულება და რიტუალი.

მოგეხსენებათ, საქართველოს ყველა კუთხე საკუთარი დამახასიათებელი კულტურით გამოირჩევა. არც საახალწლო ტრადიციებია გამონაკლისი: მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი საახალწლო ტრადიცია ყველა კუთხეში საერთო იყო, რიტუალები თითქმის ყველგან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

სანამ კუთხეების მიხედვით გიამბობთ საახალწლო წეს-ჩვეულებებს, მანამდე გეტყვით, რომ ყველა კუთხეში მოზეიმეების მიზანი საერთო იყო: დღესასწაულს ისე უნდა შეხვედროდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოეტანა. ასევე, საერთო იყო ყველგან თოვლის ბაბუაც – თეთრ ჩოხაში გამოწყობილი, ნაბადშემოხვეული და ხურჯინგადაკიდებული მხიარული და წვერებიანი მოხუცი, რომელიც ბავშვებს საჩუქრებს ურიგებდა. თოვლის ბაბუასთან ერთად საქართველოში ახალ წელთან მეკვლეც ასოცირდებოდა. საბედნიეროდ, ეს ტრადიცია დღემდე შემორჩენილია. მეკვლე იყო კაცი, რომელიც პირველი შეაბიჯებდა ახალ წელს ოჯახში. სწორედ მასზე იყო დამოკიდებული, თუ როგორი აღმოჩნდებოდა ის წელი ოჯახისთვის, ამიტომ ცდილობდნენ, რომ ცუდი ფეხის მქონე მეკვლედ არ აერჩიათ.

ახალ წელს საქართველოში ხშირად „ბასილის დღეს“ უწოდებდნენ, რადგან პირველ იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბასილი დიდს იხსენიებს. საახალწლოდ ცხვებოდა ადამიანის ფორმის პური ე.წ. „ბასილას კვერები.“ 

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს

🔵“ბედნიერი ვარ, რომ ახალ წელს ჩემი ყველაზე უმცროსი შვილის, ელის მარიას სატელევიზიო დებიუტით გილოცავთ” - მიხეილ სააკაშვილი

🔵მოხუცი ბებო, მზრუნველი მეზობლები და კარს მომდგარი ახალი წლის ისტორია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740559550

ახალი ამბები

ბათუმის აეროპორტში ავიამიმოსვლა აღდგა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები განახლდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტავ ჯორჯია ავრცელებს. მათივე ცნობით, ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტიდან უკვე გაფრინდა პირველი რეისი თელ-ავივის...

ბათუმის აეროპორტ

1740559243

ახალი ამბები

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგება - ოზურგეთის, ქუთაისის, სენაკისა და წყალტუბოს ნაწილს წყალი არ მიეწოდება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის, ქუთაისის, სენაკისა და წყალტუბოს ნაწილს წყალი არ მიეწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გაერთიანებული წყალმომა...

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგება

1740558285

ახალი ამბები

„სოფლებში უკვე შევიდნენ ჩვენი გმირი სამხედროები და ისინი აუცილებლად მივლენ ყველა ადამიანთან, ვისაც დახმარება სჭირდება“ - ნინო წილოსანი

„სოფლებში უკვე შევიდნენ ჩვენი გმირი სამხედროები ხალხის დასახმარებლად და ისინი აუცილებლად მივლენ ყველა ადამიანთან, ვისაც დახმარება სჭირდება ამ ურთულეს ვითარებაში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი...

პოლიტიკოსი

1740556045

ახალი ამბები

საქართველოს თავდაცვის ძალები დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაში აქტიურად მონაწილეობს

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ექვს მიმართულებაზე მუშაობენ. თავდაცვის სამინი...

საქართველოს თავდაცვის ძალები

1740556035

ახალი ამბები

ბათუმში, სადაც ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა მაშველებმა მოქალაქეების გამოყვანა მოახერხეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ბათუმში, სადაც უამინდობის შედეგად  ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა მაშველებმა მოქალაქეების ნანგრევებიდან გამოყვანა მოახერხეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ამის შესახებ ინფორმაცი...

თოვლი გურიაში