"საკმარისია, ზვიად გამსახურდია როგორ მოგვიკლეს რუსებმა" - ზუგდიდში მედიკოსებმა ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით სოლიდარობის აქცია გამართეს
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ზუგდიდელმა ექიმებმა სოლიდარობის აქცია გამართეს.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და მოუწოდეს ხელისუფლებას დაიცვან ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლება.
მედიკოსების აქციას თბილისიდან ჩამოსული ექიმი, კლინიკა "გულის" დამფუძნებელი და "ნაციონალური მოძრაობიდან" ზუგდიდის მერობის ყოფილი კანდიდატი ანზორ მელია შეუერთდა.
"დღეს თბილისიდან ჩამოვედი. იცით, რომ მეც კლინიკა მაქვს, ვუერთდები ჩემი ექიმების მოთხოვნას, იმიტომ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი კი არა, მათხოვარიც რომ იყოს და ავადმყოფი, მას უნდა უშველოს ექიმმა… არავითარ შემთხვევაში ექიმები არ მივცემთ იმის უფლებას, რომ მესამე პრეზიდენტი მოგვიკლან. საკმარისია ზვიად გამსახურდია როგორ მოგვიკლეს რუსებმა", - განაცხადა ანზორ მელიამ.
მანამდე ანალოგიური მიმართვა ქუთაისში გაავრცელეს ექიმებმა და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მედიკოსების მიმართვის ადრესატები არიან პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს. იგი ამჟამად იმყოფება სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. 11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში, გარდა გორის სამხედრო ჰოსპიტლისა, გადაყვანის შემთხვევაში, მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს.
ამავე თემაზე:
1738332492
სპორტიდევისის თასზე საბა ფურცელაძე მაკს კასნიკოვსკისთან დამარცხდა
თბილისში საქართველოსა და პოლონეთის ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებებს შორის დევისის თასის პირველი ლიგის პლეი ოფის შეხვედრა მიმდინარეობს. მეორე დაპირისპირება საქართველოს პირველმა ნომერმა, საბა ფურცელაძემ პოლონ...
1738331123
საზოგადოებალარი დოლართან მიმართებით გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და2.8563 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8761 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1738331015
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს...
1738328631
ახალი ამბები2025 წლის 1-ელი თებერვლიდან საქართველო შეუერთდება საერთო სატრანზიტო კონვენციასა და საქონლით ვაჭრობის ფორმალობების გამარტივების კონვენციას
2025 წლის 1-ელი თებერვლიდან, საქართველო შეუერთდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების მე-13 დანართით გათვალისწინებულ - საერთო სატრანზიტო კონვენციასა და საქონლით ვაჭრობის ფორმალ...
1738324474
მსოფლიოსტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდასაჭერ აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა
თურქეთის ქალაქ სტამბოლში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები სასამართლოსთან ქალაქის ოპოზიციონერი მ...