მიხეილ სააკაშვილს PCR ტესტი აუღეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს PCR ტესტი აუღეს.
როგორც ადვოკატმა განმარტა, ტესტი საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც მე-18 დაწესებულების ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
"ეს ინფორმაცია მედიიდან გახდა ცნობილი. ვკითხეთ მიხეილ სააკაშვილს, ჰქონდა თუ არა კონტაქტი ნომერ მე-18 დაწესებულების დირექტორთან, რაზედაც დაგვიდასტურა, რომ ჰქონდა და არაერთხელ.
უცნობია, როდის ჰქონდა ბოლო კონტაქტი, თუმცა, დღეს დილას აუღეს მას PCR ტესტი და ველოდებით ტესტის პასუხს", – განაცხადა საძაგლიშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს. იგი ამჟამად იმყოფება სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. 11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში, გარდა გორის სამხედრო ჰოსპიტლისა, გადაყვანის შემთხვევაში, მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს.
ასევე დაგაინტერესებთ:
1738332492
სპორტიდევისის თასზე საბა ფურცელაძე მაკს კასნიკოვსკისთან დამარცხდა
თბილისში საქართველოსა და პოლონეთის ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებებს შორის დევისის თასის პირველი ლიგის პლეი ოფის შეხვედრა მიმდინარეობს. მეორე დაპირისპირება საქართველოს პირველმა ნომერმა, საბა ფურცელაძემ პოლონ...
1738331123
საზოგადოებალარი დოლართან მიმართებით გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და2.8563 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8761 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1738331015
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს...
1738328631
ახალი ამბები2025 წლის 1-ელი თებერვლიდან საქართველო შეუერთდება საერთო სატრანზიტო კონვენციასა და საქონლით ვაჭრობის ფორმალობების გამარტივების კონვენციას
2025 წლის 1-ელი თებერვლიდან, საქართველო შეუერთდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების მე-13 დანართით გათვალისწინებულ - საერთო სატრანზიტო კონვენციასა და საქონლით ვაჭრობის ფორმალ...
1738324474
მსოფლიოსტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდასაჭერ აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა
თურქეთის ქალაქ სტამბოლში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები სასამართლოსთან ქალაქის ოპოზიციონერი მ...